პირველად სამტრედიის ისტორიაში ,,სამტრედიობა” აღინიშნა და საპატიო სამტრედიელები დასახელდნენ
სამტრედიის მუნიციპალიტეტში პირველად, მუნიციპალოტეტის მერის, დავით ბახტაძის მხარდაჭერით სახალხო დღესასწაული „სამტრედიობა “ გრანდიოზულად აღინიშნა. ინფორმაციას სამტრედიის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა გასართობი სანახაობები, ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საბავშვო, შემეცნებითი, გასართობი და სპორტული სივრცეები, ქუჩის კარნავალი, ანიმატორების შოუ. გამოიფინა ხელნაკეთი ნივთები და ხალხური რეწვის ოსტატთა ნამუშევრები.
„სამტრედიობა 2024“-ის დასასრულს მოეწყო გალა-კონცერტი. ღონისძიების ფარგლებში, ასევე გაიმართა სამტრედიის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია.
საპატიო სამტრედიელის წოდება მიიღეს:
ნიკოლოზ წულუკიძე
მერი არაბიძე
ჯონი ნადირაძე
დავით დვალიშვილი
ნათელა გელეიშვილი
მიხეილ ამაღლობელი
აკაკი ჩაჩუა.