,,რაც მთავარია, ბაზრის მონაწილეები რეალურ რეჟიმში ვაჭრობას ეჩვევიან” – დავით ნარმანია ენერგეტიკული ბირჟის ფუნქციონირებას აფასებს

,,რაც მთავარია, ბაზრის მონაწილეები რეალურ რეჟიმში ბაზარზე ვაჭრობას ეჩვევიან”, – ამის შესახებ ,,საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის” (სემეკის) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ენერგეტიკული ბირჟის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ზაფხულის პერიოდისთვის ენერგიის ფასი დაახლოებით 13 თეთრის ფარგლებში იყო.

“ელექტროენერგეტიკის ბირჟა მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან ნებაყოფლობით რეჟიმში გაიხსნა და ეტაპობრივად დარეგისტრირდნენ როგორც ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები, ანუ გამყიდველები, ასევე ელექტროენერგიის მყიდველები. სხვა და სხვა დღის განმავლობაში ვაჭრობები იყო და ეს პროცესი გრძელდება. ამ ვაჭრობის შედეგად, ზაფხულის პერიოდისთვის საშუალო საბაზრო ფასი გამოიკვეთა, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საფასო სიგნალი იქნება.
რაც მთავარია, ბაზრის მონაწილეები რეალურ რეჟიმში ბაზარზე ვაჭრობას ეჩვევიან. გამოიმუშავებენ იმ უნარებს, რომლებიც აუცილებელია შესაბამისი შეთავაზებების და ყიდვასთან დაკავშირებული პროცედურების გავლისთვის, და მერე, როცა უკვე სავალდებულო ბაზარი იქნება, მათ ვაჭრობა არ გაუჭირდებათ. ასე რომ, ნებაყოფლობით რეჟიმში ბაზრის გახსნამ თავისი კარგი საქმე გააკეთა. სისტემაც იხვეწება, ბაზრის მონაწილეებიც ბაზარზე ვაჭრობის წესებს ეჩვევიან. ზაფხულის პერიოდისთვის ენერგიის ფასი დაახლოებით 13 თეთრის ფარგლებში იყო.

ჯერჯერობით მნიშვნელოვანი ზრდა არ განუცდია, თუმცა, ბირჟაზე ვაჭრობის პრინციპი ისეთია, რომ ყოველდღიურად სხვა და სხვა ფასებია. ჩვენ უბრალოდ შეგვიძლია ვთქვათ, საშუალო საბაზრო ფასი რა იყო, ან ბირჟაზე ვაჭრობას ყოველდღიურად დავაკვირდეთ. მარეგულირებელი კომისია ბაზარზე ვაჭრობას, რა თქმა უნდა, ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდება და შესაბამის ანალიტიკას აკეთებს. თუ ბაზარზე რაიმე შეუსაბამობა იქნება, ასეთ შემთხვევაში გვაქვს ბერკეტი, რომ შესაბამისი ზომები მივიღოთ”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები