,,ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი ნიკა ელისაშვილი ისნის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ისნის დელეგატი ნიკა ელისაშვილი, თბილისის საკრებულოს ისნის მაჟორიტარ დეპუტატ – კახა ლაბუჩიძესთან ერთად, მეტრომშენის დასახლებაში, პაპიაშვილი-ხუციშვილის ქუჩების კვეთისა და კაკაბეთის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა.
“ქართული ოცნების” პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს დასახლებების საჭიროებები და მათი გადაჭრის გზები. დელეგატმა მოსახლეობასთან ისაუბრა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაზე და მიმდინარე მოვლენებზე. ამომრჩეველი გაეცნო გუნდის სამომავლო გეგმებს, ასევე ისაუბრეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე.