„26 ოქტომბერს ერთად დამაჯერებლად გავიმარჯვებთ,“ – „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში აკაკი ალადაშვილი საბურთალოს რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი საბურთალოზე, ბუდაპეშტის N13ა-ს მოსახლეობას შეხვდა.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მოქალაქეები გაეცნენ „ქართული ოცნების” ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს. დელეგატმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„შეხვედრისას განვიხილეთ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. ასევე, ვისაუბრეთ აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ საჭიროებებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
მოქალაქეების მტკიცე მხარდაჭერას ყოველდღიურად ვგრძნობ, სწორედ ამიტომ დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს ერთად დამაჯერებლად გავიმარჯვებთ,“- განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, საკრებულოს საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი – ავთანდილ ცინცაძე და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი – გიზო ვასაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები