ბითაძე – ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე: საკითხის დაინიცირებაც კი ძალიან სახიფათოა თვითონ ევროკავშირისთვის

საკითხის დაინიცირებაც კი ძალიან სახიფათოა თვითონ ევროკავშირისთვის და მწამს, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ, – განაცხადა „ქრონიკაში“ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე საუბრისას.

„ვიზალიბერალიზაცია საქართველოს ერთ დღეში არ მონიჭებია, აქ იყო მუშაობის წლები, რომლის შედეგადაც, გარკვეული პირობების შესრულების შესაბამისად ვიზალიბერალიზაცია მოგვანიჭეს. ვიზალიბერალიზაციის შეჩერებასაც ასევე თავისი სამართლებრივი საფუძვლები უნდა ჰქონდეს, რასაც არანაირად კავშირი არ აქვს იმ პროცესებთან, რაც დღეს საქართველოში მიმდინარეობას.

ვიზალიბერალიზაციის როგორც მინიჭება, ასევე შეჩერება არის მნიშვნელოვანი სამართლებრივი პროცესი, რომელზეც გავლენა აქვს სხვადასხვა ფაქტორს, მაგრამ იქ არის ძალიან ბევრი აქტორი და აუცილებელია გარკვეული პროცედურების დაცვა იმისთვის, რომ სამართალი და ბიუროკრატია ევროკავშირის შიგნით შენარჩუნდეს“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.

ცნობისთვის, მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსმა დირექტორმა, ლორა თორნტონმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ შეფასება მოამზადა„საქართველოს მეგობრების“ მისიის საფუძველზე, რომელიც თბილისში 2-8 სექტემბერს ჩატარდა. ინფორმაციას ამის შესახებ მაკკეინის ინსტიტუტი ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები