სამტრედიის სათნოების სახლში 3 ქალბატონი და 2 მამაკაცი გარდაიცვალა

სამტრედიის წმიდა ქეთევანის სახელობის სათნოების სახლის ხუთი ბინადარი მძიმე ვირუსის შედეგად გარდაიცვალა, რამდენიმე ბენეფიციარი კი მაღალი სიცხეებით ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც “კვირას“სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ავთანდილ თადუმაძემ განუცხადა, გარდაცვლილთაგან სამი ქალბატონია, ორი კი მამაკაცი.
“მოხუცებს მაღალი სიცხეები აღენიშნებოდათ, სამწუხაროდ, 5-ვე მათგანი გარდაიცვალა. გარდაცვლილ ბინადრებს უკვე ჩაუტარდათ ექსპერტიზა. წინასწარი ინფორმაციით, მათ A ტიპის ვირუსი ჰქონდათ“,- განუცხადა “კვირას“ ავთანდილ თადუმაძემ. მისივე თქმით, გარდაცვალებულთაგან მხოლოდ ერთი გადაასვენა სახლში ოჯახმა, დანარჩენი 4 -ის დაკრძალვის ხარჯებს სამტრედიის გამგეობა გაიღებს.
სამტრედიის წმიდა ქეთევანის სახელობის სათნოების სახლში ამ დროისთვის 23 ბენეფიციარი ცხოვრობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები