ზელენსკი ტრამპის მკვლელობის მცდელობას ეხმაურება და მომხდარ ფაქტს გმობს

ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის სავარაუდო მკვლელობის მცდელობას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა.

ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მოხარული იყო, რადგან შეერთებული შტატების საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი უსაფრთხო და უვნებელი იყო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლიტიკურ ძალადობას მსოფლიოში ადგილი არ აქვს.

“მოხარული ვარ, რომ გავიგე, დონალდ ტრამპი უსაფრთხო და უვნებელია. ჯანმრთელობას ვუსურვებ მას და მის ოჯახს. კარგია, რომ მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი სწრაფად დააკავეს. ეს არის ჩვენი პრინციპი: კანონის უზენაესობა უმთავრესია და პოლიტიკურ ძალადობას მსოფლიოში ადგილი არ აქვს, ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ყველა უსაფრთხოდ იქნება“, – წერს პრეზიდენტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები