ცნობილი ქართველი კინოდრამატურგის – ამირან ჭიჭინაძის დაბადებიდან 90 წელი გავიდა

ცნობილი ქართველი კინოდრამატურგის – ამირან ჭიჭინაძის დაბადებიდან 90 წელი გავიდა. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო პატივს მიაგებს ამირან ჭიჭინაძის ხსოვნას, მის გამორჩეულ დამსახურებას ქართული კინოსა და ჩვენი ეროვნული კულტურის წინაშე.
„მირან ჭიჭინაძეს, სასცენარო კურსების გარდა, უმაღლესი ტექნიკური განათლებაც ჰქონდა მიღებული, ერთხანს მისდევდა კიდეც საინჟინრო საქმეს, მაგრამ ცხოვრება, ძირითადად, ქართულ კინოსა და ტელევიზიას მიუძღვნა. ამ ორ სფეროს არა მხოლოდ შემოქმედებით ემსახურა, არამედ იყო საქართველოს ტელევიზიის ტელეფილმების სტუდიის, კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მთავარი რედაქტორი, ლიტერატურული განყოფილების ხელმძღვანელი.
განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის როგორც კინოდრამატურგს, მრავალი მხატვრული და დოკუმენტური ფილმის სცენარის ავტორს. მასთან თანამშრომლობდნენ გამოჩენილი ქართველი კინორეჟისორები: ოთარ იოსელიანი („გიორგობისთვე“), გურამ პატარაია („რეკორდი“), სოსო ჩხაიძე („თუში მეცხვარე“) და სხვები.
აღსანიშნავია ამირან ჭიჭინაძის ტელეფილმი „შვიდი პატარა მოთხრობა“, რომელიც შემდგომ საფუძვლად დაედო საბავშვო გამოცემას – „მოთხრობები პირველ სიყვარულზე“.
ამირან ჭიჭინაძეს მიღებული ჰქონდა საქართველოს სახელმწიფო პრემია“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში,

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები