ფინეთი უკრაინას სამხედრო დახმარების 118 მილიონი ევროს ღირებულების პაკეტს გადასცემს

ფინეთი უკრაინას სამხედრო ტექნიკის 25-ე პაკეტს გადასცემს, – ინფორმაციას ფინეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

პაკეტის ღირებულება 118 მილიონი ევროა.

„უკრაინის ომში მიმდინარე მოვლენები კვლავ მძიმეა. დაპირებას ვასრულებთ, ფინეთი მატერიალურ დახმარებას გააგრძელებს. ჩვენი გზავნილი პარტნიორი ქვეყნებისთვის არის ის, რომ არ უნდა დავნებდეთ“, – განაცხადა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა, ანტი ჰაკანენმა.

დეპარტამენტის ცნობით, ჯამში ფინეთმა უკრაინას 2,3 მილიარდი ევროს ღირებულების თავდაცვითი სამხედრო მასალა მიაწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები