შოთა ბერეკაშვილი – საარჩევნო სიაში მოხვედრაზე: მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური ზრდა – ეს არის ის მიზეზები, რატომ გადავდგი ეს ნაბიჯი

მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური ზრდა – ეს არის ის მიზეზები, რატომ გადავდგი ეს ნაბიჯი, – განაცხადა გადაცემა „იმედი LIVE“-ში „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მე-16 ნომერმა, შოთა ბერეკაშვილმა.

მისი თქმით, ეს არც თუ ისე მარტივი გადაწყვეტილება იყო.

„როდესაც წარმოადგენ წარმატებულ ბიზნესს, გაქვს გარკვეული სოციალური პასუხისმგებლობა, გაქვს პასუხისმგებლობა შენი კომპანიისა და იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც დასაქმებული გყავს, შენი პასუხისმგებლობის ზღვარი აქ მთავრდება. მეორე მხრივ, როდესაც დგამ ნაბიჯს და უერთდები გუნდს, რომელსაც პასუხისმგებლობა აქვს აღებული ქვეყანაზე, აქ სიტუაცია უფრო რთულდება, რადგან პასუხისმგებლობის ზღვარი მნიშვნელოვნად იწევა.

დღეს, საქართველოში ისეთი ბიზნესგარემოა, რომ თუკი გაქვს წარმატებული ბიზნესი, გაქვს ბევრი თავისუფლება, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია. მიმაჩნია, რომ ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი არჩევნები ქვეყნისთვის, რომ შენარჩუნდეს სტაბილურობა, მშვიდობა და გაგრძელდეს ის ეკონომიკური ზრდა, რაც გაგვაჩნია.

მიმაჩნია, რომ იმ გეოპოლიტიკურ რეალობაში, იმ პირობებში, როდესაც იდეალური შტორმის პირობებში ვოპერირებთ, მხედველობაში მაქვს რეგიონი, „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერი ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია, რომ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ქვეყანაში უზრუნველყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარება“, – აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები