რუსეთის ელჩი აშშ-ში: რუსეთი შეერთებული შტატების საშინაო საქმეებში არასოდეს ჩარეულა
რუსეთს არასოდეს დაუშვია, ჩარეულიყო შეერთებული შტატების საშინაო საქმეებში და ამის გაკეთებას არც აპირებს,- ასე ეხმაურება აშშ-ში რუსეთის ელჩი, ანატოლი ანტონოვი აშშ-ის მიერ ტელეარხ RT-ის ხელმძღვანელობისთვის სანქციების დაწესებას.
„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემთ ამერიკელი ხალხის არჩევანს, როგორიც არ უნდა იყოს ის, ჩვენ არასდროს ჩავერევით შეერთებული შტატების საშინაო საქმეებში და არც ვაპირებთ ამის გაკეთებას. ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთის საინფორმაციო სტრუქტურების მიმართ ცრუ ბრალდებებს და მოვითხოვთ ამერიკაში ჩვენი ჟურნალისტების მუშაობაზე დაწესებული ადმინისტრაციული შეზღუდვების გაუქმებას”,- ნათქვამია საელჩოს ტელეგრამის არხზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა რუსული პროპაგანდისტული ტელეარხის, RT-ის ხელმძღვანელობა და რუსული ჰაკერული ჯგუფი RaHDit-ი 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისთვის დაასანქცირა.