აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. საქმე ეხება 10 ფიზიკურ და ორ იურიდიულ პირს. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.
სანქცირებულთა სიაში არიან რუსი ჰაკერები და პროპაგანდისტები, მათ შორის მარგარიტა სიმონიანი.
როგორც სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნულია, მარგარიტა სიმონიანი ცენტრალური ფიგურაა რუსეთის მთავრობის მცდელობებში, მოახდინოს მავნე გავლენა.
აშშ-მა რუსეთი საპრეზიდენტო არჩევნების წინ დეზინფორმაციის გასავრცელებლად სახელმწიფო მედიის გამოყენებაში დაადანაშაულა.
აშშ-ის მთავრობის მიერ განხორციელებული საპასუხო ზომები მოიცავს სანქციებს Russia Today-ის ხელმძღვანელობის მიმართ, ასევე სავიზო შეზღუდვებს.