MBC-ის აგრო სესხი სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად

სოფლის მეურნეობის ხელშეწყობისა და განვითარებისთვის ფინანსური მხარდაჭერა გადამწყვეტია. ისეთი გლობალური გამოწვევები, როგორებიცაა: ტემპერატურის მატება, ამინდი და სტიქიური მოვლენები, მავნებლების არსებობა – მოსავლიანობის დანაკარგებს და საგრძნობ შემცირებას იწვევს.

აგრეთვე, გასათვალისწინებელია ინტენსიური წვიმები და ხანგრძლივი მშრალი პერიოდები, რაც ქმნის წყლის დეფიციტს ზოგიერთ რეგიონში და ზრდის წყალდიდობისა და ნიადაგის ეროზიის რისკებს. ამ ყველაფერს გავლენის მოხდენა შეუძლია ნიადაგის ნაყოფიერებაზე და შესაბამისად, სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობაზე.
ფერმერებს ხშირად ესაჭიროებათ ფინანსური დახმარება სპეციალური აღჭურვილობების, ტექნოლოგიების, თესლისა თუ ყველა იმ რესურსებში შესაძენად, რომლებიც გაზრდის აგრო სფეროს პროდუქტიულობას და შეამცირებს პოტენციურ ზარალს.
სწორედ, ამ მიზნების მხარდასაჭერად არსებობს აგრო სესხები.
აგრო სესხი ფერმერებს აძლევს საშუალებას შეიძინონ ტექნოლოგიური აღჭურვილობები, სხვადასხვა ტიპის დანადგარები, სეტყვისაგან დამცავი და საირიგაციო მოწყობილობები, მღრღნელებისგან და მწერებისაგან დაცვის საშუალებები, შესაწამლები საშუალებები და მრავალი სხვა.
აგრო სესხის არ არსებობა მნიშვნელოვან ნეგატიურ გავლენას იქონიებდა სოფლის მეურნეობის სექტორსა და ფერმერებზე.
საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის იდეალური პირობებია. ქვეყანაში არსებული ბუნებრივი რესურსებით შესაძლებელია სოფლის მეურნეობის ისე განვითარება, რომ ის იქცეს სწრაფი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტად. ამისთვის კი საჭიროა ფინანსური ინვესტიციების განხორციელება.
საქართველოში, აგრო სესხები აქტიურად გაიცემა.

ერთ-ერთი გამორჩეული ფინანსური ორგანიზაცია ამ კუთხით, არის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს სოფლის მეურნეობის განვითარებას.
MBC-ის აგრო სესხები სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად 2 ტიპის აგრო სესხს გასცემს და სესხის მაქსიმალური ვადა 120 თვეა:

1. უზრუნველყოფილი აგრო სესხი: 2 000-დან 100 000 ლარამდე მოცულობით

2. უგირავნო აგრო სესხი: 500-დან 20 000 ლარამდე მოცულობით
აგრო სესხის აღებით, ფერემერებს საშუალება აქვთ გააუმჯობესონ ინფრასტრუქტურა, დანერგონ თანამედროვე მიდგომები და წვლილი შეიტანონ სოფლის მეურნეობის წინსვლაში.
ამისთვის ორგანიზაცია ითხოვს მინიმალურ დოკუმენტაციას. აგრო სესხი გაიცემა ID ბარათის ან პასპორტის საფუძველზე.
● აუცილებელია, რომ სესხის მსურველი, მინიმუმ, 21 წლის იყოს
● ჰქონდეს აგრო მეურნეობა, ან იყოს თვითდასაქმებული აგრო მეწარმე
აგრო სესხის პირობები მაქსიმალურად მორგებულია ფერმერის საჭიროებებზე და განიხილავენ ნებისმიერი საკრედიტო ისტორიის მქონე მომხმარებლის განაცხადს. მოქმედებს გადახდის შემოსავლებსა და სეზონურობაზე მორგებული მორგებული გრაფიკი. ყოველთვიური შენატანით დაიფარება როგორც ძირითად თანხა, ასევე სესხის პროცენტი.
ემბისიში საშეღავათო პერიოდი 11 თვემდეა, ხოლო სესხის მაქსიმალური ვადა – 120 თვე
კომპანია უსასყიდლოდ უწევს მსურველებს ბიზნეს კონსულტაციას და ფინანსური რჩევებითაც ეხმარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები