ბოლნისის მერია: სოფელ ნახიდურში ახალი გზა მოეწყო
სოფელ ნახიდურში ახალი გზა მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, ასფალტბეტონის საფარი 550 გრძივ მეტრზე დაიგო, ასევე, მოეწყო სანიაღვრე ქსელი.
“ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ბუბა გობეჯიშვილმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან, თამაზ ჟორჟოლიანთან, ერთად სოფელ ნახიდურში შიდა საავტომობილო გზის დასრულებული სამუშაოები მოინახულა.
პროექტის ფარგლებში, ასფალტბეტონის საფარი 550 გრძივ მეტრზე დაიგო, ასევე, მოეწყო სანიაღვრე ქსელი.
ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 300 000 ლარი შეადგინა”,- წერია ინფორმაციაში.