“ჩამოწერილ რადიოში პენსიონერი ყოფილი ელჩის ინტერვიუ, რომელიც თავად ამერიკის ხელისუფლებამ მოხსნა, ჩვენი ინტერესის სფერო ვერ იქნება” – მაჭარაშვილი

“ზღაპრები, რაც ყოფილმა ელჩმა შეიძლება, ჩამოწერილ რადიოში თქვა, ჩვენი ინტერესის სფერო ვერ იქნება”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„ჯერ ერთი, ის უნდა ვთქვათ, რომ „რადიო თავისუფლება“, სადაც ეს ინტერვიუ იყო, თავად ამერიკის პრეზიდენტის მხრიდანაა ჩამოწერილი. ასე რომ, ეს ჩვენი ინტერესის სფერო არ არის. მეორე ის, რომ თავად დანიგანი, როგორც თავად განაცხადა, პენსიაზეა და ახლა, ჩამოწერილ რადიოში რომ პენსიონერი ყოფილი ელჩი ინტერვიუს აძლევს, ეს ჩვენი ინტერესის სფერო ვერანაირად ვერ იქნება. დანიგანი ელჩი აღარ არის, მაგრამ ამერიკის მოქალაქე ხომ არის. გარწმუნებთ, რომ ამერიკა დაიცავს თავისი მოქალაქის უფლებებს გაცილებით უფრო კარგად, ვიდრე თქვენ. ამიტომ თუ ვინმეს მიმართ, მათ შორის, ყოფილი ელჩის მიმართ რამე ტიპის მუქარა იყო, მას პენსიაზე კი არ გაუშვებდნენ, მაშინ დაიცავდნენ და განცხადებას გააკეთებდნენ, არ მოერიდებოდათ. ასე რომ, ეს ზღაპრები ახლა, რაც ყოფილმა ელჩმა შეიძლება, ჩამოწერილ რადიოში თქვა, ჩვენი ინტერესის სფერო სწორედ აქედან გამომდინარე ვერ იქნება, რადგან ჩვენ ვართ იმ პროცესში, როდესაც ამერიკასთან ურთიერთობების გადალაგების პროცესია დაწყებული“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, „რადიო თავისუფლებამ“ 6 ივლისს გაავრცელა აშშ-ის მოქმედ ელჩთან, რობინ დანიგანთან ჩაწერილი ინტერვიუს ნაწილი, სადაც დანიგანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ მას გაუგზავნა პირადი წერილი ტრამპის ადმინისტრაციისთვის.

დანიგანის თქმით, ეს წერილი „იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი და არასერიოზული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები