მოსკოვის ოლქის ქიმიურ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა
დღეს დილით, რუსეთის მოსკოვის ოლქს, უკრაინული შორ მანძილზე მოქმედი FP-1 დრონები დაესხნენ თავს. თავდასხმის სამიზნე რუსული არმიის საჭიროებებისთვის მოქმედი ქიმიური ქარხანა იყო,- ინფორმაცია ეროვნული უსაფრთხოების ცენტრის ხელმძღვანელმა, ანდრეი კოვალენკომ დაადასტურა.
ანდრეი კოვალენკომ აღნიშნა, რომ ქარხანა ასაფეთქებელ ნივთიერებებს, დენთს, საბრძოლო მასალის კომპონენტებს და სარაკეტო იარაღს აწარმოებს.
როგორც ცნობილია, ქარხანა თავდაცვით-სამრეწველო კომპლექსის საწარმოების სახელმწიფო სიაში შედის და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალით ამარაგებს.
“ქარხანა სპეციალიზებულია საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობაზე, ანტიტერორისტულ აღჭურვილობაზე, თავდაცვის სამინისტროსა და რუსეთის უსაფრთხოების ძალების სახელმწიფო შეკვეთის შესაბამისად და ის როსტეკის სტრუქტურის ნაწილია. ეს არის კრასნოზავოდსკის ქალაქის შემქმნელი საწარმო”,- განაცხადა ცენტრის ხელმძღვანელმა.
ამასთან, 5 ივლისის ღამეს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა იერიში მიიტანეს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტზე.