8 ისტორიული ფაქტი, რომელსაც სკოლაში არ გვასწავლიან

ზოგჯერ ყველაზე პატარა და ერთი შეხედვით, უმნიშვნელო დეტალმაც კი შეიძლება, მთლიანად შეცვალოს რაღაც. გარდა ამისა, ყოველთვის სასიამოვნოა რაიმე ახლის სწავლა ადამიანის წარსულის შესახებ. მოდი, გადავხედოთ ფოტოებს, რომლებიც ადასტურებს ყველაზე საინტერესო ისტორიულ ფაქტებს, რომელთა შესახებ, დიდი ალბათობით, არც კი გვსმენია.

1.მშვენიერი სურათებია, არა? გაგიკვირდებათ და ისინი ადოლფ ჰიტლერის ფუნჯს ეკუთვნის.

2.„ტიტანიკის“ მუსიკოსების პორტრეტები. სწორედ ისინი უკრავდნენ ბოლო წუთამდე შეშინებული მგზავრებისთვის, რათა როგორმე დაემშვიდებინათ ისინი.

3.Le Coucher de la Mariée ეროტიკული ხასიათის პირველი ფილმია. მისი პრემიერა შედგა პარიზში 1896 წელს.

4.მე-20 საუკუნის დასაწყისში ჰეროინს იყენებდნენ ხველის სამკურნალოდ.

5.ნიუ-იორკელი პოლიციელის სპილენძის კასტეტი – 1864 წელი.

6.არგენტავისი, ალბათ, ყველაზე დიდი ფრინველია, რომელსაც ოდესმე დედამიწაზე უცხოვრია. მისი წონა 79 კგ-ს აღწევდა, ფრთების სიგრძე კი, თითქმის – 7 მეტრს.

7.ამ კაცებს ერთი და იგივე სახელი და გვარი ჰქონდათ, იგივე სასჯელი ერთსა და იმავე ციხეში და ასევე, რა თქმა უნდა, თითქმის იდენტური გარეგნობა. ისინი არასოდეს შეხვედრიან ერთმანეთს და არ იყვნენ ნათესავები. სწორედ მათმა საქმემ გამოიწვია სასამართლო სისტემაში თითის ანაბეჭდების გამოყენება.

(გაეცანით ისტორიას ვრცლად ბმულზე: https://kvira.ge/687455)

8.მაღვიძარას გამოგონებამდე მერი სმიტის მსგავსი ადამიანები არსებობდნენ. მისი მოვალეობები მოიცავდა მუშების გაღვიძებას და მათი ფანჯრებისთვის, ვინც მეორე სართულზე ცხოვრობდა, ხმელი ბარდის სროლას.

(გაეცანით ისტორიას ვრცლად ბმულზე: https://kvira.ge/627690)

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები