მედიის ცნობით, ტრამპს ჯერ არ გადაუწყვეტია შეიწყალებს თუ არა რეპერ შონ კომბსს

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ჯერ მიუღია გადაწყვეტილება, შეიწყალებს თუ არა ამერიკელ რეპერ შონ კომბსს (Diddy) და სხვა მსჯავრდებულ პირებს აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავისთვის, – ამის შესახებ ინფორმაციას CBS-ი მისი გეგმების შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„პრეზიდენტი ტრამპი… აგრძელებს სხვა შეწყალების აქტების განხილვას, მათ შორის შონ „დიდი“ კომბსის და რამდენიმე სხვა გავლენიანი პირის მიმართ“, – ნათქვამია არხის ინფორმაციაში.

CBS-ის ცნობით, თეთრი სახლის ხელმძღვანელმა შეწყალების საკითხზე შეხვედრა პარასკევს დანიშნა და აპირებს, რომ თავისი გადაწყვეტილება მრჩევლების რეკომენდაციებზე დაყრდნობით მიიღოს. თუმცა, ერთ-ერთი წყაროს ცნობით, შეწყალების ჯგუფის მიერ მომზადებულ რეკომენდაციების სიაში არც კომბსის საქმე და არც სხვა გახმაურებული საქმეები არ შედის.

ტელეარხის ინფორმაციით, ტრამპი ემზადება შეიწყალოს იმ პირთა ჯგუფი, რომლებიც ემისიებისა და ჰაერის ხარისხის სტანდარტების დარღვევისთვის არიან მსჯავრდებულნი.

56 წლის კომბსი სასჯელს ნიუ-ჯერსის შტატში მდებარე ფორტ-დიქსის ფედერალურ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის. მას 50-თვიანი პატიმრობა ორი ეპიზოდის გამო მიესაჯა, რომლებიც პროსტიტუციის მიზნით ადამიანების გადაყვანას უკავშირდება. კომბსი პატიმრობაში 2024 წლის სექტემბრიდან იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები