“დღეს ვეთხოვებით ცნობილ ქართველ მეცნიერს, გამორჩეულ გეოლოგს, მრავალი თაობისთვის საყვარელ პედაგოგს და ღირსეულ პიროვნებას, ქალბატონ ელენე აბაშიძეს” – შიო lll

“დღეს ვეთხოვებით ცნობილ ქართველ მეცნიერს, გამორჩეულ გეოლოგს, მრავალი თაობისთვის საყვარელ პედაგოგს და ღირსეულ პიროვნებას, ქალბატონ ელენე აბაშიძეს”, – ამის შესახებ კათოლიკოს-პატრიარქის, შიო lll-ის სამძიმრის წერილშია ნათქვამი.

“თავისი მრავალწლიანი ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობით ქალბატონმა ელენემ განსაკუთრებული კვალი დატოვა ქართულ გეოლოგიაში. მისმა ფუნდამენტურმა კვლევებმა კი საერთაშორისო საზოგადოების დიდი აღიარება მოიპოვა და მსოფლიო მეცნიერ ქალთა შორის „წლის ქალის“ საპატიო წოდებით დაჯილდოვდა.

მიუხედავად საყოველთაო აღიარებისა, ის იყო კეთილშობილი და მოკრძალებული პიროვნება, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში და საოცარ შემოქმედებით ძალასა და ენერგიას ასხივებდა.

აღვავლენთ ლოცვებს ქალბატონი ელენეს უკვდავი სულისთვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიმადლოს მშვიდობა და ძალა მისთვის ლოცვისა”, – აღნიშნულია წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები