სანამ ინგლისსა და ირლანდიაში მაღვიძარები გამოჩნდებოდა…
სანამ ინგლისსა და ირლანდიაში მაღვიძარა მოწყობილობები გამოჩნდებოდა, მანამდე ადამიანები პროფესიონალ „მაღვიძარებად“ მუშაობდნენ. ისინი, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, სახლებთან ჩამოივლიდნენ და მოსახლეობას სამსახურში წასასვლელად აღვიძებდნენ.
მათ თან პატარა ჯოხი ჰქონდათ, რომლითაც ფანჯარასა თუ კარზე აკაკუნებდნენ, მაღალი სართულებისთვის კი, ბამბუკის გრძელ მილს იყენებდნენ. ზოგჯერ ამ მილებიდან ფანჯრის მინებს ბარდას ესროდნენ. ეს პროცესი მანამდე გრძელდებოდა, სანამ „მაღვიძარები“ არ დარწმუნდებოდნენ, რომ დამკვეთმა მართლაც გაიღვიძა.
იმისთვის, რომ მათ ბინები არ შეშლოდათ, მოსახლეობა, რომელიც აღნიშნული მომსახურებისთვის ფულს იხდიდა, გარკვეულ ნიშნებს იყენებდა, რომელთაც კარებსა თუ ფანჯრებზე ამაგრებდნენ. ცხადია, ამ პროფესიამ არსებობა მაშინ შეწყვიტა, როცა მაღვიძარა მოწყობილობები გამოჩნდა, უფრო სწორად კი, მათი ღირებულება ისე გაიაფდა, რომ ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდა.
ვინ აღვიძებდა თავად ადამიან „მაღვიძარებს“? ამ პროფესიით, ძირითადად, ისეთი ადამიანები საქმდებოდნენ, რომელთაც უძილობა აწუხებდათ.