პროკურატურის ინფორმაციით, ნათია მეზვრიშვილმა შალვა პაპუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით თანამშრომლობაზე უარი განაცხადა
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა პროკურატურასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.
ოპოზიციონერი დეპუტატი საგამოძიებო უწყებაში პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით იყო დაბარებული.
როგორც უწყებაში განმარტეს, მეზვრიშვილის განცხადების შინაარსი არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რის გამოც გამოძიება არ დაწყებულა.
ინფორმაციისთვის, ნათია მეზვრიშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს ძალადობისკენ მოწოდებაში ადანაშაულებდა და მეზვრიშვილი პროკურატურისგან გამოძიების დაწყებას ითხოვდა.