უკრაინამ დღეიდან რუსული გაზის ტრანზიტი საკუთარი ტერიტორიის გავლით შეწყვიტა.
ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო იტყობინება.
“ჩვენ შევაჩერეთ რუსული გაზის ტრანზიტი, ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა. რუსეთი ბაზრებს კარგავს, მას ფინანსური დანაკარგები ექნება. ევროპამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება უარი თქვას რუსულ გაზზე“, – განაცხადა ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა, გერმან გალუშჩენკომ.