სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან ვაჟა სტურუასთან, ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან ამირან თევდორაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.

ძლიერი წვიმების შედეგად ნინოშვილის და გურამიშვილის ქუჩებზე არსებული ხიდები დაზიანებული იყო და მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით აუცილებელი იყო მისი რეაბილიტაცია.

პროექტის ფარგლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება ხიდის სავალ ნაწილს, მოაჯირებს, ტროტუარებს და ხიდთან მისასვლელ გზებს. მოეწყობა ზედა საყრდენი კედლები.

ადგილობრივის, სვეტა ტორონჯაძის თქმით, ხიდის რეაბილიტაციით მნიშვნელოვანი პრობლემა გვარდება.

,,ხიდი უძველესი იყო და მრავალი წელია აღნიშნულ ხიდს რეაბილიტაცია არ ჩატარებია. ადგილობრივებისთვის ხიდის რეაბილიტაციით მნიშვნელოვანი პრობლემა გვარდება”, – აღნიშნა მან.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები