ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე, დაშავებულია 6 ადამიანი
ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, დაშავებული მძღოლები და მგზავრები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ქობულეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.