The Guardian: იტალიაში, ექსტრემალური სიცხის გამო, სამედიცინო დახმარების მიმართვიანობა გაიზარდა

იტალიის ზოგიერთ პოპულარულ ტურისტულ ქალაქებში მკვეთრად გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ექსტრემალური სიცხის გამო სასწრაფო სამედიცინო დახმარებას მიმართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, იტალია ივნისის შუა რიცხვებიდან თანმიმდევრული სიცხის ტალღამ მოიცვა. ზოგიერთ ცენტრალურ და სამხრეთ რაიონში უახლოეს დღეებში ტემპერატურა 40 გრადუსს გადააჭარბებს.

იტალიის ჯანდაცვის სამინისტრომ 17 ქალაქში წითელი განგაში გამოაცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ ცხელ ამინდში საფრთხე ემუქრებათ ჯანმრთელ ადამიანებსაც კი.

იტალიის გადაუდებელი მედიცინის საზოგადოების პრეზიდენტმა, ფაბიო დე იაკომ თქვა, რომ სიცხის მატებასთან ერთად, იმ ქალაქებში, როგორებიცაა რომი, ფლორენცია, ვენეცია ​​და ნეაპოლი, სასწრაფო დახმარების გამოძახების რიცხვმა 20%-ით მოიმატა.

დოქტორმა პიერპაოლო ჩიოჩეტიმ აღნიშნა, რომ ადამიანების უმეტესობა, ვისაც დახმარება დასჭირდა, მოხუცები და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები იყვნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები