ისრაელმა „ჰამასის“ მაღალჩინოსნის, ნაელ სახლის მკვლელობა დაადასტურა

ისრაელის თავდაცვის არმიამ და ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა, 24 ივლისს, ღაზას სექტორში ჩატარებული ოპერაციის შედეგად „ჰამასის“ მაღალჩინოსანი, ნაელ სახლი მოკლა, – ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის არმია ტელეგრამ არხზე ავრცელებს.

სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვების შემდეგ, მისი ლიკვიდაციის დადასტურებას რამდენიმე დღე დასჭირდა.

“ათ წელზე მეტია, რაც ნაელი მუშაობდა ჰამასის “დასავლეთ სანაპიროს შტაბ-ბინაში”, ორგანიზაციაში, რომელიც პასუხისმგებელია ტერორისტული ქმედებების ხელმძღვანელობაზე იუდეასა და სამარიაში.

პარალელურად, ის მონაწილეობდა ტერორისტული აქტივობების ხელმძღვანელობაში. დაკავებული იყო იარაღის მიწოდებით, რომელიც ხელს უწყობდა ტერორისტულ თავდასხმებს ისრაელის მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცების წინააღმდეგ”, – ნათქვამია გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები