ბანგლადეშის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა

ბანგლადეშის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას ბანგლადეშის პრეზიდენტის, მუჰამედ შაჰაბუდინის პრესმდივანი ავრცელებს.

“გადაწყვეტილება თავდაცვის ძალების ხელმძღვანელებთან, პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან, სტუდენტთა ლიდერებთან და სამოქალაქო საზოგადოების ზოგიერთ წარმომადგენელთან შეხვედრების შემდეგ მივიღეთ”, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

პარლამენტის დათხოვნამ გზა გაუხსნა დროებითი მთავრობის ფორმირებას.

შეგახსენებთ, გუშინ, ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ფონზე, ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრმა, შეიხ ჰასინამ თანამდებობა დატოვა და ინდოეთში გაემგზავრა. ქვეყნის არმიის მეთაურმა, ვაკერ-უზ-ზამანმა დროებითი მთავრობის შექმნა გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები