ახალციხის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებით 2843-მა მოქალაქემ ისარგებლა

„ახალციხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის“ ფარგლებში, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებით იანვრიდან ივლისის ჩათვლით 2843 ბენეფიციარმა ისარგებლა, დაფინანსების ოდენობამ 1 076 893 ლარი შეადგინა.

აღნიშნულ პერიოდში, სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება მიიღო 1237 ბენეფიციარმა, რისთვისაც ჯამში 435 990 ლარი დაიხარჯა.

მათ შორის: ახალშობილთა ოჯახებისთვის გათვალისწინებული სოციალური დახმარება“ ჩაერიცხა 144 ოჯახს, ფულადი დახმარების სახით გაიცა 42 100 ლარი; შშმ პირთა სოციალური დახმარება მიიღო 348 ბენეფიციარმა, 110000 ლარის ოდენობით; შშმ პირის სტატუსის მქონე ომის ვეტერანთა სოციალური დახმარება მიიღო 12 ბენეფიციარმა, 4865 ლარის ოდენობით; უხუცესთა სოციალური დახმარება მიიღო 8 მოქალაქემ, 3000 ლარის ოდენობით; ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის” უფასო სასადილოს მომსახურებით ისარგებლა ​180 ბენეფიციარმა, რისთვისაც დაიხარჯა 117 778 ლარი; ობოლ ბავშვთა და მარჩენალდაკარგულთა სოციალური დახმარებით ისარგებლა 18 ბენეფიციარმა, დახმარების სახით გაიცა 12 720 ლარი; უსახლკაროთა და მიუსაფართა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისა და უსახლკაროდ დარჩენილთა სოციალური დაცვის ქვეპროგრამით დაფინანსება მიიღო 15 ბენეფიციარმა, 18 864 ლარის ოდენობით; თირკმლის უკმარისობით დაავადებულთა სოციალური დახმარებით ისარგებლა 26 ბენეფიციარმა, რისთვისაც 11327 ლარი დაიხარჯა; შეჭირვებული მოსახლეობის სოციალური დახმარება მიიღო 293 ბენეფიციარმა, რისთვისაც დაიხარჯა 47 932 ლარი. იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა სოციალური დახმარება გაიცა 97 ოჯახზე, 11 484 ლარის ღირებულებით; ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების სოციალური დახმარება გაეწია 4 ოჯახს, 12 000 ლარის ოდენობით და სხვა;
ახალციხის მერიის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებებისა და მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსებით ისარგებლა 1606 ბენეფიციარმა, დაფინანსების სახით გაიცა 640 903 ლარი.
მათ შორის: სამედიცინო კვლევები დაუფინანსდა 316 მოქალაქეს, 72 522 ლარის ოდენობით; “გეგმიური და სასწრაფო ოპერაციების” დაფინანსებით ისარგებლა 446 მოქალაქემ, 192 869 ლარის ოდენობით; ონკოლოგიურ პაციენტთა პაკეტი დაუფინანსდა 335 ბენეფიციარს, 207 983 ლარის ოდენობით; სტაციონარული მკურნალობა დაუფინანსდა 78 მოქალაქეს, 24 008 ლარის ოდენობით; ვეტერანთა მედიკამენტოზური პაკეტით ისარგებლა 14 პირმა, 4478 ლარის ოდენობით; ქრონიკული დაავადების მქონეთა მედიკამენტოზური პაკეტით ” 53 პირს გაეწია დახმარება, დაფინანსების სახით გაიცა 11 033 ლარი; ასევე, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამით ისარგებლა 364 ბენეფიციარმა, დაფინანსების ოდენობამ 128 010 ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია, მოსახლეობის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, 27 სახის ქვეპროგრამას ახორციელებს, რისთვისაც ადგილობრივ ბიუჯეტში 2 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს ჯანმრთელობის დაცვის 7 ქვეპროგრამით და 20 სახის სოციალური დახმარებით შეუძლიათ ისარგებლონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები