წავკისს, კიკეთს, კოჯორს, წყნეთს წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება – “ჯივიპიმ” წყნეთის გზატკეცილის წყალმომარაგების სისტემის სრული განახლება დაასრულა

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” 2024 წლის საინვესტიციო გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი – წყნეთის გზატკეცილის წყალმომარაგების სისტემის სრული განახლება დაასრულა.

კომპანიის ინფორმაციით, გარკვეული სამუშაოს ჩატარების გამო, დღეს, დღის 11:00 საათიდან 3 აგვისტოს დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება თბილისის ზედა ზონებს: წავკისს, კიკეთს, კოჯორს, წყნეთს, სოფელ ბეთანიას, სოფელ ახალდაბას, კვესეთს და სამადლოს.

”ჯივიპიმ” პროექტში 3,6 მლნ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა და რეაბილიტაციის ფარგლებში სრულად განაახლა 2 კმ-მდე სიგრძის წყალსადენის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები და 0,5 კმ-მდე სიგრძის წყალარინების ქსელი. ასევე, განახლებულ ქსელზე დაამონტაჟა 10 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და მოაწყო 2 ერთეული სახანძრო ჰიდრანტი.

ახლად მოწყობილი წყალმომარაგების სისტემის ექსპლუატაციაში გასაშვებად, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ტექნიკური ჯგუფები გადაერთებითი სამუშაოების ბოლო ეტაპს დღეს, 2 აგვისტოს, დილის 11:00 საათზე დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 2 აგვისტოს, დღის 11:00 საათიდან 3 აგვისტოს დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

თბილისის ზედა ზონებს: წავკისს, კიკეთს, კოჯორს, წყნეთს, სოფელ ბეთანიას, სოფელ ახალდაბას, კვესეთს და სამადლოს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები