“ერთი და იგივე ჩივილი სხვადასხვა ბავშვში სრულიად განსხვავებულ მიზეზს შეიძლება, უკავშირდებოდეს და ხშირად დიაგნოზის დასასმელად აუცილებელია ბავშვის უშუალო გასინჯვა” – პედიატრი

“გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ შეტყობინებით აღწერილი სიმპტომების და ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე იმის თქმა, “საშიშია თუ არა“ კონკრეტული მდგომარეობა, ხშირად შეუძლებელია და პროფესიულად არასწორი, უპასუხისმგებლო მიდგომაა”, – ამის შესახებ პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი წერს.

როგორც მამუჩიშვილი განმარტავს,
ერთი და იგივე ჩივილი სხვადასხვა ბავშვში სრულიად განსხვავებულ მიზეზს შეიძლება, უკავშირდებოდეს და ხშირად დიაგნოზის დასასმელად აუცილებელია ბავშვის უშუალო გასინჯვა.

“ჩვენი მიზანია, ყოველთვის მოგცეთ უსაფრთხო და სანდო რეკომენდაცია. ამიტომ, როდესაც არსებობს რისკი, რომ დისტანციურად ვერ შევაფასებ მდგომარეობის სიმძიმეს, გთხოვთ, ნუ მიიღებთ ამას უარის ნიშნად – ეს არის პასუხისმგებლობა თქვენი შვილის ჯანმრთელობის მიმართ (თუმცა, ისიც იცით,რომ უხშირესად უპასუხოდ არ ვტოვებ არცერთ თქვენგანს)
ბავშვის ჯანმრთელობაში ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპია – ჯერ უსაფრთხოება, შემდეგ დასკვნები”, – წერს პედიატრი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები