მედიის ცნობით, ებოლა შესაძლოა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის კიდევ ორ პროვინციაში გავრცელდეს

ებოლა შესაძლოა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის კიდევ ორ პროვინციაში გავრცელდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ანგარიშსა და მაღალი თანამდებობის პირის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, ჯანდაცვის მუშაკები ებოლას ვირუსის შესაძლო შემთხვევებს ჩშოპოსა და აუტ-უელეს პროვინციებში აკვირდებიან, რომლებიც აქამდე აფეთქებით არ დაზარალებულან.

„ჩშოპოს პროვინციაში ჯანდაცვის მუშაკები აკვირდებიან იმ ადამიანებს, რომლებიც შესაძლოა შეხებაში იყვნენ ებოლას ვირუსით გარდაცვლილი ორსული ქალის ცხედართან… ორი ადამიანი, რომლებიც ნიანიაში ებოლას შემთხვევების მქონე პირებთან შეხებაში იყვნენ და ტესტირებისთვის იზოლაციაში მოათავსეს, ო-უელეს პროვინციაში გაიქცნენ“, – იტყობინება სააგენტო.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაქცეულთაგან ერთ-ერთს ვირუსი დაუდასტურდა. ორივე მათგანი უკვე იპოვეს, სამედიცინო პერსონალი კი ეძებს ყველას, ვისთანაც შესაძლოა ისინი კონტაქტში ყოფილიყვნენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და უგანდაში ებოლას აფეთქება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა, რაც საფრთხეს უქმნის სხვა ქვეყნებს. ჯანმო ვირუსის გავრცელების რეგიონულ რისკს მაღალად აფასებს. ბოლო მონაცემებით, აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 377-ს მიაღწია, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 1307-ს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები