ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ 6000-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს
24 ივნისს ვენესუელაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, 6000-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს და ათიათასობით ოჯახს დახმარება გაეწია.
ამის შესახებ ვენესუელას ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა, ხორხე როდრიგესმა განაცხადა.
„6 461 ადამიანი გადაარჩინეს და დახმარება 80 870 ოჯახს გაეწია“, – თქვა მან.
როდრიგესის თქმით, 28 380 დაზარალებული სამედიცინო დახმარებას საავადმყოფოებსა და საველე ბანაკებში იღებს.
მან ასევე განაცხადა, რომ სტიქიის შედეგების აღმოფხვრის სამუშაოებში 26 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, 15 467 მოხალისე და უცხო ქვეყნებიდან 3 660 მაშველი მონაწილეობს.