კასპში ავტოსაგზაო შემთხვევას მეთორმეტეკლასელი ბიჭი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, მანქანა ბოძს შეეჯახა, რომელშიც ახალგაზრდა და მისი მეგობარი იმყოფებოდნენ.
დაშავებულია კიდევ ერთი პირი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.