4 აგვისტოს კურორტ ბეშუმში სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ გაიმართება
4 აგვისტოს კურორტ ბეშუმში სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული და გასართობი აქტივობები.
„12:00 – შუამთობის ოფიციალური გახსნა – უხუცესთა ანსამბლი ბერმუხა – „განდაგანა“.
კონცერტი გაგრძელდება ხულოს კულტურის ცენტრთან და სახელოვნებო სკოლასთან არსებული ადგილობრივი ანსამბლების და მოწვეული ფოლკლორული ჯგუფების მონაწილეობით.
13:30 – 14:30 მუსიკალური ჯგუფები:
ურსა;
ბანი;
ქუჩის ბიჭები;
საპატიო ხულოელების დაჯილდოება.
14:30 – 17:00 – სპორტული ღონისძიებები:
დოღი;
ქართული ჭიდაობა;
მკლავჭიდი;
სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულთა დაჯილდოება.
ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იქნება საბავშვო აქტივობები, საზაფხულო ატრაქციები, სპეციალური ინსტალაციები, დეკორაციები, მუნიციპალიტეტის ხეობების მიხედვით მოწყობილი ეთნოგრაფიული კუთხეებში ტრადიციული კერძების, რეწვის ნიმუშების, ძველი საყოფაცხოვრებო ნივთების გამოფენა/გაყიდვა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.