ორი კვირის წინ გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი მაშველებმა მდინარე მტკვარში იპოვეს

გორის მუნიციპალიტეტში ორი კვირის წინ დაკარგული ახალგაზრდის ცხედარი მაშველებმა მდინარე მტკვარში იპოვეს.

33 წლის გიორგი ჯანეზაშვილი სოფელ ქვახვრელის მიმდებარედ, მდინარესთან 13 ივლისს გაუჩინარდა. თანასოფლელები და ახლობლები ვარაუდობდნენ, რომ ჯანეზაშვილი მდინარეში შესვლისას დაიხრჩო.

როგორც ,,კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მაშველებმა ცხედარი კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ მეტეხის სიახლოვეს, მდინარეში გუშინ იპოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები