“უცბად გახდა ხომ საყვარელი და მისაღები რუსეთთან პირდაპირი ფრენები?” – ზარქუა გვარამიას
“ამიტომ ხართ სამარცხვინოები, რომ საკუთარი ღირსება და პრინციპი არ გაგაჩნიათ. რაღაც რომ გჯერათ, იმას რომ მიჰყვეთ, იმის ერთი ადგილიც არ გაქვთ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ზარქუამ ნიკა გვარამიას განცხადების საპასუხოდ თქვა, რომ “თუკი მოქალაქეებისთვის რუსეთთან ფრენები კომფორტული და ევროინტეგრაციასთან თავსებადია, ამის საწინააღმდეგო არაფერი აქვს”.
“არჩევნები მოახლოვდა, რაღაც უნდა შეცვალოთ და უცბად გახდა ხომ საყვარელი და მისაღები რუსეთთან პირდაპირი ფრენები. ხალხს მინდა, შევახსენო, სწორედ ესენი იყვნენ მთავრობაში, როდესაც სტრატეგიული ობიექტები რუსეთს მისცეს. ესენი რუსეთის პოლიტიკის გამტარებლები არიან”, – აღნიშნა ზარქუამ.