“ყოველ კვირას ახალ-ახალი კვლევა ქვეყნდება, სადაც საქართველო მოწინავე ადგილზეა ევროკავშირისა და ნატოს წევრ ბევრ ქვეყანას შორის” – კირცხალია
“ყოველ კვირას ახალ-ახალი კვლევა ქვეყნდება, სადაც საქართველო მოწინავეა ადგილზე არა მხოლოდ რეგიონში, ასევე, ევროკავშირისა და ნატოს წევრ ბევრ ქვეყანას შორის”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ ისაუბრა.
“კარგია, მივესალმებით, სასიამოვნოა ასეთი შეფასების მოსმენა და ვთხოვთ, რომ კიდევ უფრო სიღრმისეულად შეისწავლონ თავიანთივე ინსტიტუციების მიერ გამოქვეყნებული კვლევები და კიდევ უფრო ობიექტურად შეგვაფასონ მომავალში”, – აღნიშნა კირცხალიამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის შეფასებისას.