“ძალიან კარგად იცის ყველამ არა მხოლოდ ბატონი ელისაშვილის, არამედ იმ გუნდის წარსული და აწმყო” – ირაკლი კირცხალია

“ძალიან კარგად იცის ყველამ არა მხოლოდ ბატონი ელისაშვილის, არამედ იმ გუნდის წარსული და აწმყო. საზოგადოება მიიღებს გადაწყვეტილებას 4 ოქტომბერს”, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

ის გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ალეკო ელისაშვილი თბილისის მერობის კანდიდატი იქნება და მას „ლელო“ და გახარიას პარტია წარადგენენ.

„რაც შეეხება იმ ბატალიებს, იმ უნიჭო სპექტაკლის გაგრძელებას, რასაც ვხედავთ და იმ სცენარის ყურმოჭრილად შესრულებას „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ მხრიდან, კარგად ვიცით, რომ ეს არის დივერსიფიცირების სცენარის ნაწილი და ე.წ. რებრენდინგის ნაწილია“, – აღნიშნა კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები