მიმდინარეობს სოფლების რუისი-ბებნისის დამაკავშირებელი გზის ასფალტირება

ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა , დაათვალიერეს რუისი-ბებნისის დამაკავშირებელი გზის ასფალტირების მიმდინარე სამუშაოები.

პროექტის ფარგლებში მოწყობილია ხელოვნური ნაგებობები და საფარის ქვედა ფენა . ამჟამად მიმდინარეობს მიერთებების, ეზოში მისასვლელებისა და ზედა ფენის მოწყობა წვრილმარცვლოვანი ასფალტობეტონის საფარით.

სულ დაიგება 3 კილომეტრამდე გზის საფარი.

პროექტი ხორციელდება საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით.

ინფორმაციისთვის, სამუშაოებს ასრულებს ამხანაგობა „გზა 2023″.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები