11 ივლისს ანაკლია-განმუხურის საზღვაო სეზონი იხსნება
11 ივლისს ანაკლია-განმუხურის საზღვაო სეზონი იხსნება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, ანაკლიაში, დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა.
მათ შორის: 17:00 საათიდან სპორტული (მინი-ფეხბურთი, ქუჩის კალათბურთი, ჭიდაობა,მკლავჭიდი, მაგიდის ჩოგბურთი, ქვიშის ფრენბურთი) თამაშები, ფერების ფესტივალი, დრამერების მსვლელობა.
20:00 სთ-ზე – ღონისძიებები ჯგუფი „რეგიონის“ გალა კონცერტით და ფეიერვერკით დასრულდება.
ღონისძიება ზუგდიდის მერიის ორგანიზებით გაიმართება.
რაც შეეხება ტრანსპორტირებას, გამოიყოფა დამატებითი რეისები 24:00 სთ-მდე;
მხარდამჭერები:
სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის ადმინისტრაცია;
ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბირო;
აკვაპარკი „ანაკლია“;
შპს „Anaklia-Ganmukhuri Resort“.