გაგრის დაცემის დღესთან დაკავშირებით თბილისის ილორის ეკლესიაში პანაშვიდი გადაიხადეს

გაგრის დაცემის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები თბილისის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იმყოფებოდნენ. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა ლევან ჯანაშიამ 1992 წელს გაგრაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

პანაშვიდს აფხაზეთის მთავრობისა და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები