გოგა ხაინდრავა აშშ-ის საელჩოს გაფრთხილებაზე: 9 აპრილი გამახსენდა, კომ.პარტიის “ცკ” და გენერალი როდიონოვი სისხლისღვრას რომ გვიანონსებდნენ!

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა, აშშ-ის საელჩოს მიერ საკუთარი მოქალაქეებისთვის გაგზავნილ იმეილს ეხმიანება, რომელშიც საელჩო საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფრთხილე საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, დიდი მასების შესაძლო შეკრების, ან საპროტესტო აქციების მიმართ.

ხაინდრავას განცხადებით, მას 9 აპრილი გაახსენდა, როცა კომ.პარტია და როდიონოვი ქართველებს სისხლისღვრას უანონსებდნენ.

“მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, დიდი მასების შესაძლო შეკრების ან საპროტესტო აქციების მიმართ.“ – აშშ-ს საელჩო. 9 აპრილი გამახსენდა! კომ.პარტიის “ცკ” და გენერალი როდიონოვი სისხლისღვრას რომ გვიანონსებდნენ!”, – წერს გოგა ხაინდრავა X-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები