ქარელში, ცაბაძის ქუჩაზე საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა და სივრცითი მოწყობის, არქიტექტურულ-სამშენებლო და ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსმა გია მსხალაძემ დაათვალიერეს ქარელში, ცაბაძის ქუჩაზე საბავშვო ბაღის მშენებლობის მიმდინარე სამუშაოები.
საბავშვო ბაღი აშენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და გათვლილი იქნება 3 ჯგუფზე.
პროექტი ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ.