ბოლნისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რა დროსაც სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას მსხვერპლი მოჰყვა, დაწყებულია გამოძიება

ბოლნისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელსაც ერთი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა, საგამოძიებო მოქმედებები უკვე დაწყებულია.

ადგილზე მობილიზებულები არიან თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.

როგორც თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კატასტროფის შედეგად, დაიღუპა თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი.

უწყება მწუხარებას გამოთქვამს ტრაგიკული შემთხვევის გამო და უსამძიმრებს დაღუპული პილოტის ოჯახსა და ახლობლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები