გორში, კომბინატის დასახლებაში ურთიერთდაპირისპირების შედეგად, ერთმა პირმა სხეულის დაზიანებები მიიღო.
სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ დაზარალებული კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა, მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაწერეს.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.