“ფეხბურთი არის საქართველოს, როგორც ქვეყნის, თვითონ ქართველების იდენტობის ნაწილი” – გია ცეცაძე

“მიმაჩნია, რომ ფეხბურთი არის საქართველოს, როგორც ქვეყნის, თვითონ ქართველების იდენტობის ნაწილი, რითაც შეიძლება ძალიან კარგად თავის წარმოჩენა, როგორც სპორტის სხვა სახეობების, მაგრამ ფეხბურთი იმდენად პოპულარულია, იმდენად სოციალური მოვლენაა, რომ დღევანდელ დღეს სპორტს უკვე გასცდა”, – ამის შესახებ მწვრთნელმა, გია ცეცაძემ  „ქრონიკასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

“დღესდღეობით ამას აჩვენებს ჩვენი ეროვნული ნაკრები და ამიტომ, უკვირთ. მაგრამ, ხვალ აღარ გაუკვირდებათ. ვიღაც ჩახედავს ისტორიას, ვისაც უკვირს, რა გვაქვს გამოვლილი საფეხბურთო მხრივ. ბევრმა იცის, სხვათა შორის, რას წარმოვადგენთ.

ჩვენი დღევანდელი ფეხბურთით არა მხოლოდ დღევანდელობას ვაცნობთ, არამედ, ჩვენ წარსულსაც ვაცნობთ“, – აღნიშნა  ცეცაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები