თამარ ტალიაშვილი: არჩევნებთან მიმართებით ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოს ხელისუფლებამ ის გააკეთა, რომ ევროპის საბჭოს მიმართა, დამკვირვებლების დიდი რაოდენობა გამოეგზავნა

“არჩევნებთან მიმართებით ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოს ხელისუფლებამ ის გააკეთა, რომ ევროპის საბჭოს მიმართა, დამკვირვებლების დიდი რაოდენობა გამოეგზავნა”, – ამის შესახებ ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, თამარ ტალიაშვილმა „ქრონიკაში“ ისაუბრა.

“იყო არჩევნებზე დამკვირვებელი, ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ეს მოითხოვს უპირველეს ყოვლისა, ობიექტურობას. მიუკერძოებლობას. მათ შორის, მოითხოვს პროფესიონალიზმს. ამიტომ, მე მხოლოდ შემიძლია გამოვთქვა იმედი, დამკვირვებლები, რომელსაც გამოაგზავნის ევროპის საბჭო, აღჭურვილი იქნებიან სწორედ ამ ძალიან მნიშვნელოვანი თვისებებით, ამ პოზიციებით და იმ პირებს, რომლებიც იქნებიან შერჩეულები, არ ექნებათ წინმსწრებად ჩამოყალიბებული გარკვეული მოსაზრებები, იქნება ასე თუ ისე, მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ სახეზე იყოს ობიექტურობა. სახეზე იყოს მიუკერძოებლობა”, – განაცხადა ტალიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები