ზანონი – დავიწყებული კუნძული ორგიებისთვის
ზურმუხტისფერი მწვანე წყლები, დამაბრმავებელი ცისფერი ცა და მთიანი პეიზაჟები – მინიატურული კუნძული ზანონი, რომელიც ტირენიის ზღვაშია ჩაკარგული, წარმოადგენს ტიპურ იტალიურ კუნძულს მათთვის, ვისაც სიმშვიდე და ბუნებასთან სიახლოვე უყვარს. თუმცა, ამ კუნძულს სულ სხვა რეპუტაცია აქვს. მისი წარსული სექსუალურ ორგიებთანაა დაკავშირებული.
თუკი კუნძულთან ახლოს მივცურავთ, თეთრ ვილებს დავინახავთ. იქ ცხოვრობდა მარკიზ კასატი სტამპა, რომელიც სექსუალურ დღესასწაულებს აწყობდა თავის ლამაზმან ცოლთან ერთად, რომელიც, თავის მხრივ, უცნობი ახალგაზრდა მამაკაცებით იყო დაინტერესებული.
1970 წლის ერთ მზიან დილას მარკიზმა უეცრად მოკლა მეუღლე, მორიგ საყვარელთან ერთად და შემდეგ შუბლში დაიხალა ტყვია. ახლა კუნძულზე არაფერია, ნახევრად დანგრეული ვილის გარდა, რომელიც სისხლიან ტრაგედიას გვახსენებს.
1960-იან წლებში იქ მუსიკა ხმამაღლა ისმოდა, სანაპირო იახტებით ივსებოდა, ღვინო მდინარესავით მოედინებოდა და ნებისმიერი ფორმის სქესობრივი აქტი დაშვებული იყო.
მარკიზ კასატი სტამპა გამოირჩეოდა თავისუფალი შეხედულებებით ქორწინებაზე და ვუაიერისტი იყო – უყვარდა ყურება და ფოტოების გადაღება, თუ როგორ კავდებოდა მისი მეუღლე, ყოფილი მსახიობი ანნა ფალარინო სხვა მამაკაცებთან სექსით.
როგორც ჩანს, ეჭვიანობა მარკიზის უარყოფითი თვისება არ იყო. ის სანადიროდ მიდიოდა, ხოლო მისი მეუღლე ახალგაზრდა მამაკაცებს ხიბლავდა და რომაულ აუზებში ბარონების, გრაფებისა და მილიარდერების წინაშე შიშველი დაცურავდა.
კუნძულზე ხშირად ეწყობოდა მეჯლისები, რომლებიც ისევ ორგიებით მთავრდებოდა. დადიოდა ხმები, რომ ვილაზე არსებობდა ოთახი, რომელიც მთლიანად სარკეებში იყო ჩაფლული – როგორც ჩანს, ხედისთვის, როგორც მონაწილეებისთვის, ისე – მაყურებლებისთვის.
ორგიების ფაქტი ცოტა ხნის წინ, შენობის რემონტის დროსაც დადასტურდა, როცა შიშველი ანნას 1500 ფოტო აღმოაჩინეს. როგორც ცნობილია, ანნა გახდა იტალიაში პირველი ქალი, რომელმაც 1970 წელს მკერდის გადიდების ოპერაცია გაიკეთა.
დაუსრულებელი ზეიმი 1970 წლის აგვისტოში დასრულდა, როცა ანნას ერთ-ერთი თავისი საყვარელი შეუყვარდა. როდესაც მარკიზი რომში, მათ სახლში დაბრუნდა, მეუღლე საწოლში სხვასთან ერთად აღმოაჩინა, რაც, როგორც ჩანს, მათ წესებს ეწინააღმდეგებოდა. მან ორივე მათგანი მოკლა და თავიც მოიკლა.