ლევან იოსელიანი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს შეხვდა

27 ივნისს სტრასბურგში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს შეხვდა. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა განიხილეს; ისაუბრეს მედიის თავისუფლების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების, სოციალური დაცვის უფლებით სარგებლობისა და თანასწორობის კუთხით არსებულ გამოწვევებზე.

“განიხილეს უფლებადამცველთა და უფლებადაცვითი ორგანიზაციებისთვის შექმნილი სამუშაო გარემო და სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობა მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდში.

ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანი ახლად მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის აღსრულების პროცესში სახალხო დამცველის სამომავლო ჩართულობის შესაძლებლობით დაინტერესდა და კანონთან დაკავშირებული შეფასებები მოისმინა”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები