“ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი ახლაც დგას საქართველოს მხარეს, ჩვენი ქვეყნის გამარჯვების და წარმატების მხარეს” – არჩილ თალაკვაძე

“ბატონი ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი ახლაც დგას საქართველოს მხარეს, ჩვენი ქვეყნის გამარჯვების და წარმატების მხარეს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა არჩილ თალაკვაძემ ისაუბრა.

თალაკვაძე ბიძინა ივანიშვილის მილოცვასა და ეროვნული გუნდისთვის დაწესებული ჯილდოს, 30 მილიონი ლარის გადაცემას გამოეხმაურა.

“დიდი სტიმულია ასეთი წახალისება ფეხბურთელებისთვის და, რაც მთავარია, მაგალითია თითოეული ადამიანისთვის – ბიზნესმენისთვის, მეცენატისთვის ჩვენს ქვეყანაში, რომ ასეთი თანადგომა, ფეხბურთელების ასეთი დაფასებაა.

ეს დიდ გავლენას ახდენს ახალ თაობაზეც, რომელიც ხედავს, რომ ფეხბურთელების წარმატებას, ამ გამარჯვებას აქვს ასეთი დიდი სტიმული და მოტივაცია”, – აღნიშნა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები